მორჩა: ბიელსა ლიდსიდან წავიდა!

არგენტინელმა მარსელო ბიელსამ ლიდსი დატოვა (ლიდსის ოფიციალური საიტი წერს). ბიელსა თითქმის 4 წელი მუშაობდა იორკშირულ კლუბში, ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა, შარშან თითქოს ცუდი სეზონი არ ჰქონია, მაგრამ…

მაგრამ ამ სეზონში ლიდსმა ძალიან აურია, ცხრილის ქვედა ნაწილშია, სულ რეგრესირებს და პირველ ადგილზეა გაშვებული გოლების რაოდენობით. ლიდსი ძალიან, ძალიან ბევრს უშვებს. 60 გოლი 26 შეხვედრაში! აი, გასულ ტურშიც 0:4 შინ ტოტენჰემთან.

ბიელსამ 170 მატჩში გაწვრთნა ლიდსი და ყველა შემთხვევაში, დიდ სახელს დატოვებს კლუბში.

ინგლისური პრესა წერს, რომ არგენტინელს, სავარაუდოდ, ამერიკელი ჯესი მარში შეცვლის. ის ორი წელი ზალცბურგში მუშაობდა და ძალიან შედეგიანადაც, შარშან კი ლაიპციგი ჩაიბარა. თუმცა გერმანული კლუბიდან ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

Leave a comment

Your email address will not be published.