ლუკა გაგნიძე მოსკოვის დინამოში ოფიციალურად წარადგინეს. რუსულმა კლუბმა 18 წლის ქართველში 1,5 მილიონი გადაუხაა თბილისის დინამოს და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
წლეულს გაგნიძემ ეროვნულ ლიგაში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
გაგნიძე შარშანწინ გაიცნო გულშემატკივარმა, როცა ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე მაგრად ითამაშა. დინამომ ის ტურნირი მოიგო.
გაგნიძე: „რუსეთში ბრწყინვალე ჩემპიონატია და საინტერესოა აქ ძალების მოსინჯვა. შესაძლოა, თბილისის დინამოში ბოლომდე არ ამომიწურია თავი, მაგრამ სასიხარულოა, რომ ამ ასაკში ჩემს მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს და მოსკოვის დინამოში გადასვლის საშუალება მომეცა. ვფიქრობ, ეს სწრაფ პროგრესში დამეხმარება“