ლუკა გაგნიძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მოსკოვის დინამოსთან კონტრაქტი გააფორმა, კარიერას ურალში გააგრძელებს. მოსკოველებმა იგი ეკატენინბურგულ გუნდში სეზონის ბოლომდე გაანათხოვრეს.
გაგნიძე დინამო თბილისის აღზრდილია. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში დებიუტი მას შარშან ჰქონდა, წელს კი 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ურალს, რუსეთის ჩემპიონატის წინა სეზონში გუნდმა 54 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილი დაიკავა.