მოულოდნელი ფრე პორტუგალიასთან

საქართველო-პორტუგალია 25:25
საქართველო (15-9) ხმალაძე, ტაბუცაძე, თაფლაძე, შარიქაძე, მოდებაძე, აბჟანდაძე, აფრასიძე. (1-8) გოგიჩაშვილი, კარკაძე (ნიორაძე 68, გიგაშვილი (ჯაფარიძე 18), ქერდიყოშვილი (ჭეიშვილი 65), ჯაიანი, გიორგაძე (აფციაური 75), მამამთავრიშვილი, ჭ ჯალაღონია.
3ლ: ტაბუცაძე, ქერდიყოშვილი, ჯალაღონია. 2ს,2გ: აბჟანდაძე
მსაჯი: რომენ პუატი (საფრანგეთი)

პორტუგალიის ნაკრებმა თბილისიდან შესაძლებლობის მაქსიმუმი წაიღო. ბორჯღალოსნების რამდენჯერმე შეცვლილმა შემადგენლობამ სტუმრებს ბრძოლა კი გაუმართა, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, რაც ლამის მარცხის ფასად დაუჯდა.
პირველ ტაიმში დერეფანში თითქმის ყველა აუტი წავაგეთ და, მაშინ როცა დრო შეტევაში უნდა გაგვეტარებინა, მეტოქისთვის ბურთის ართმევით ვიყავით დაკაებული. პირველი ტაიმი ყოველივეს მიუხედავად 15:11 მოვიგეთ. თუმცა, შესვენების შემდეგ ლობუშებმა ორი გარდასახული ლელო გაიტანეს და საქართველოს ნაკრები უკვე მატჩის გადასარჩენად იბრძოდა.
მატჩის წინ დანაქადნები, შეგვიძლია საქართველოსთან სენსაცია გამოვაცხოთო, პორტუგალიელებმა შეასრულეს კიდეც.

მსოფლიოს თასის შესარჩევი
რუმინეთი-რუსეთი 34:25
ესპანეთი-ნიდერლანდები 43:0

სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო – 26 ქულა, 2. რუმინეთი – 18, 3. ესპანეთი – 17, 4. პორტუგალია – 16, 5. რუსეთი – 9, 6. ნიდერლანდები

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *