მოურინიოს კონტრაქტი გაუმზადეს

Soccer Football - Serie A - AC Milan v AS Roma - San Siro, Milan, Italy - January 6, 2022 AS Roma coach Jose Mourinho reacts REUTERS/Daniele Mascolo

მას მერე რაც ფერნანდუ სანტუშმა პორტუგალიის ნაკრები დატოვა, ეროვნული გუნდი ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. არახალია, რომ პორტუგალიელთა ჩაბარების ერთ-ერთი კანდიდატი ჟოზე მოურინიოა. ნიკოლა სკირას ინფორმაციით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ მოურინიოსთვის კონტრაქტი უკვე გაამზადა, რომელიც 2026 წლამდეა გათვლილი. ფედერაციის ხელმძღვანელები ჟოზეს ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში შესთავაზებენ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალიდან გავარდა, სადაც მაროკოსთან 0:1 დამარცხდა. სწორედ ამის შემდეგ მოუწია სანტუშს გუნდის დატოვება. აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიის ნაკრები ევრო 2024-ს შესარჩევ ეტაპზე J ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეებად ბოსნიის, ლიხტენშტეინის, ისლანდიის, სლოვაკეთის და ლუქსემბურგის ნაკრებები ეყოლება.

რაც შეეხება მოურინიოს, იგი ამჟამად რომას მწვრთნელია. აღსანიშნავია, რომ თუ მოურინიო თანამემამულეების წინადადებას დათანხმდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა როცა ჟოზე ნაკრებს გაწვრთნის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *