მოურინიოს რომაში მეთოფე უნდა

ჟოზე მოურინიოს რომაში თავდამსხმელის დამატება სურს. პორტუგალიელის ახალი სამიზნე არსენალის ფორვარდი ალექსანდრ ლაკაზეტია. ინფორმაცია Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა.

ბოლო 2 წლის მანძილზე, ლაკაზეტზე არაერთი სატრანსფერო ცნობა დაიწერა. მისით ბარსელონა ინტერესდებოდა, თუმცა როგორც ხედავთ, ფრანგი კვლავ არსენალშია. მეთოფეთა ღირსებას იგი 2017 წლის ზაფხულიდან იცავს. 30 წლის ფორვარდმა წინა სეზონში 43 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება რომას, შეგახსენებთ, რომ გუნდი რამდენიმე კვირის წინ ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა. დიდი შანსია ჯალოროსი ედინ ჯეკომ დატოვოს და მის შემცვლელად სწორედ ლაკაზეტს მოიაზრებენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *