მოურინიოს ფეხბურთელის წაყვანა ბარსელონადან სურს

ჟოზე მოურინიოს რომაში ბარსელონას ფეხბურთელის დამატება სურს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პორტუგალიელის ახალი სატრანსფერო ობიექტი კლემენ ლენგლეა. ამავე გამოცემაში წერია, რომ ესპანელებს თანხები სჭირდებათ, რათა ჩელსიდან ანდრეას კრისტიანსენი დაიმატონ და ლენგლეს გაყიდვა თავადაც უნდა აწყობდეთ.

ლენგლე ბარსელონაში 2018 წლის ზაფხულში სევილიადან გადავიდა. ბლაუგრანასთან ერთად მან ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. 27 წლის ფეხბურთელმა წინა სეზონში 27 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება რომას, ჯალოროსიმ სერია ა-ს ბოლო გათამაშებაში 63 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგა მოიგო. შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published.