ჟოზე მოურინიუმ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალების პროგნოზი შემოგვთავაზა. თან, იხუმრა… რომას მწვრთნელმა აღნიშნა, ბელგია-იტალიის წყვილში რა აზრიც არ უნდა მქონდეს, იტალია უნდა ვთქვაო.
„ინგლისი ალბათ მოუგებს უკრაინას. და დანიაც გავა ჩეხეთთან. იტალია-ბელგია? ეს პრობლემაა… მაინც ვინ? იტალიას თუ არ ვიტყვი, ხვალ მომკლავენ. ამიტომაც იტალია. და ასევე ვფიქრობ, ესპანეთი გასცდება შვეიცარის, თუმცა ესეც დიდი მატჩი იქნება“.
მოუმ საფრანგეთის ნაკრებზეც გააკეთა კომენტარი:
„ეს ჩავარდნაა. დიდებული შემადგენლობა და დიდებული მწვრთნელი ჰყავთ, დიდი ტრადიციები აქვთ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს ჩავარდნაა. შვეიცარიას პირველი ხარისხის ფეხბურთელები არ ჰყავს, მაგრამ გუნდურად ძალიან ძლიერად ითამაშა. ვფიქრობ, შვეიცარიამ ამ დევიზით იმოქმედა: „შეიძლება წავაგოთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლოთ, ამაყად გავალთ მოედნიდან და შინ დაბრუნებულებს შეგვაქებენ“.
…მომეჩვენა, რომ ფრანგებმა მატჩის დროს ზეიმი დაიწყეს. ზეიმი თამაშის მერე კარგია, მანამდე კი ნაადრევია“