მოურინიო ისევ ინგლისში?..

ევერტონმა შესაძლოა რაფა ბენიტესი გაათავისუფლოს და ჟოზე მოურინიო მიიწვიოსო – Mirror-ი წერს. ევერტონის ხელმძღვანელობას პორტუგალიელი სურს, თუმცა ეს ალბათ უახლოეს თვეში ვერ მოხდება. მითუმეტეს, პორტუგალიელი რომაში მუშაობს.

სხვა საქმეა, რომ მოუს რომაში კარგად ვერ მისდის საქმე, ინტერთან 0:3 წაგების მერე მეშვიდე ადგილზე არიან სერია ა-ში, ამას დაუმატეთ ნორვეგიის ბოდო გლიმტთან ევროპა ლიგაზე 1:6 წაგება.

ინტერთან მარცხის მერე მოურინიუს ჟურნალისტებმა შეუტიეს და მანაც ასე უპასუხა:

„თქვენი სამუშაო გაცილებით იოლია, ვიდრე მწვრთნელების. ამიტომაც ჩვენ გაცილებით დიდ ხელფასს ვიღებთ“.

ასევე დაამატა, რომ რომას მწირი შემტევი რესურსი აქვს:

„როცა ასეთი დაბალი პოტენციალის შეტევით თამაშობ, მომენტები უნდა გამოიყენო. სამი შანსი გვქონდა და გოლი ვერ გავიტანეთ. და პირიქით, როცა ასე იცავ თავს, ასეთი გოლები არ უნდა გაუშვა, როგორც ჩვენ დაგვემართა. პირველ და მესამე გოლებს ვგულისხმობ“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *