პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავის, მაურო იკარდის მომხიბლავი მეუღლე და აგენტი, 35 წლის ვანდა ნარა, საზოგადოების გაკვირვებას განაგრძობს. ამჯერად მან ძვირადღირებული საცურაო კოსტიუმების საიტი შექმნა და თავის ინსტაგრამ-გვერდს დაუკავშირა.
ბრენდს Wanda Swim ჰქვია და პროდუქციას თავად ვანდა უწევს რეკლამას, რითიც გამომწერებს ერთობ ახარებს. მაგალითად, ეს ახალი ბიკინი და კოსტიუმი, რომლებიც 7 300 გირვანქა ღირს, 1,5-მა მილიონმა ადამიანმა მოიწონა.