მოწყენილი აზარი

მადრიდის რეალმა ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბილბაოს ატლეტიკს 2:0 მოუგო. კარლო ანჩელოტიმ კი სამეფო კლუბში დაბრუნების კვალად, პირველი ტიტული მოიგო. მატჩის შემდეგ რეალელმა ფეხბურთელებმა ფრიად გაიხარეს. მხოლოდ ერთი მოთამაშე იყო შუბლშეკრული და მოწყენილი – ბელგიელი ედენ აზარი კამერებსაც არ უყურებდა, თვალს არიდებდა.

რეალის ფანებს ეს ამბავი არ გამოპარვიათ და სოციალურ ქსელებში ერთი ამბავი ატეხეს.

„ყველა იცინის აზარის გარდა“, – წერს  ერთი.

მეორე: „რას ელით მისგან, როცა ლამის მთელი სეზონია სკამზე ზის“.

მესამე: „ვწუხვარ, რადგან ედენი უკეთესს იმსახურებს. თავისი ოცნების გუნდში მოხვდა და ფრთები ვერ გაშალა.“

Hazard couldn't bring himself to celebrate his side's win

ესპანურ მედიაში უკვე არაერთხელ დაიწერა, რომ აზარს აღარ სურს რეალში დარჩენა და შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს კლუბი.

ხელმძღვანელობა წინააღმდეგი არ არის.

Leave a comment

Your email address will not be published.