ფეხბურთის ისტორიაში ნამდვილად შევა პარაგვაის სუპერთასის მატჩი: სერო პორტენიო-ოლიმპია… მსაჯმა ებერ აკინომ თამაშის დაწყებამდე გააძევა სერო პორტენიოს მეკარე ჟან ფერნანდესი. თან ეს გააკეთა VAR-ზე ნახვის მერე.
დაძაბულობა დიდი იყო. ფერნანდესიც თამაშამდე მისულა მეტოქის ფანებთან და მათ უხამს ჟესტებს აჩვენებდა.
და რადგან თამაში დაწყებული არ იყო, სერო პორტენიოს საშუალება მიეცა, რომ სხვა მეკარე დაეყენებინა. ანუ 10 კაცით არ მოუწიათ თამაში.
ფერნანდესი ბრაზილიელი მეკარეა.