მოჯი ხვიჩაზე: საუკეთესო უნდა იყოს!..

ლუჩანო მოჯი იტალიური კლუბების სატრანსფერო პოლიტიკას შეეხო და ნაპოლი-ხვიჩა კვარაცხელიას თემაზეც გააკეთა კომენტარი… ვინც არ იცის, მოჯი კალჩოპოლის სკანდალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო, იუვენტუსის ყოფილ სპორტულ დირექტორს მაქინაციებში მონაწილეობა დაუმტკიცეს. ის ნაპოლიშიც მუშაობდა.

მოჯი ახლა 85 წლისაა.

ბოლო მატჩებში არ მომეწონა ლუჩანო სპალეტის მოქმედებები, შეცდა ცვლილებებში. მაგალითად, მერტენსისთვის პრაქტიკის მოკლება. ბელგიელი გუნდში უნდა იყოს, ორი სეზონი კიდევ ითამაშებს მაღალ დონეზე.

…კვარაცხელია? ძალიან კარგი ფლანგელი შემტევია. ტაქტიკურად სწავლა სჭირდება, სხვა მხრივ კი ყველაფერი აქვს, რათა დიდი ფეხბურთელი გახდეს. ძლიერი ფეხები. საუკეთესო უნდა იყოს მინდორზე.

…ჯოვანი სიმეონეს შესაძლო ტრანსფერი? ის ყოველთვის მომწონდა. აქვს ხარისხი და შეუძლია, რომ დიდი ცენტრფორვარდი დადგეს“. (Tuttonapoli)

მოჯიმ ადრეც ისაუბრა ხვიჩაზე. მაშინ აღნიშნა, ნაპოლი თუ მას შეიძენს, ნამდვილად არ შეცდებაო.

Leave a comment

Your email address will not be published.