მოჰამედ სალაჰმა ლივერპულთან კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა. ეგვიპტელმა აღნიშნა, რომ მას გუნდში დარჩენა სურს და ისიც დასძინა, რომ ამისთვის გიჟურ ხელფასს არ ითხოვს.
“ლივერპულში დარჩენა ძალიან მინდა, ეს გუნდი, ფანები, ატმოსფერო ძალიან მიყვარს. უკვე მე-5 სეზონია აქ ვარ და თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში.
ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად, სიტუაცია ჩემს ხელში არ არის, ახლა ყველაფერი ლივერპულის გადასაწყვეტია. ისიც უნდა ვთქვა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში გიჟურ ხელფასს არ ვითხოვ.”-განაცხადა სალაჰმა GQ-სთან მიცემულ ინტერვიუში.
მოჰამედ სალაჰი ლივერპულში 2017 წლის ზაფხულში რომადან გადავიდა და მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მოჰამედი ლივერპულში გადასვლიდან მალევე გუნდის ლიდერად და ფანების ერთერთ საყვარელ ფეხბურთელად იქცა. ეგვიპტელმა მერსისაიდელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო. მიმდინარე სეზონში სალაჰმა 26 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.