მოჰამედ სალაჰი… ემპოლიში

მოჰამედ სალაჰი იტალიის ემპოლიშია, 19-წლამდელთა გუნდში ვარჯიშობს. არაფერსაც არ ვიტყუებით: საუბარია დანიის მოქალაქე მოჰამედ სალაჰზე, რომელიც ლუნგბიუს აკადემიაში თამაშობდა, გოლები საკმაოდ გაჰქონდა და ახლა იტალიაში სურს კარიერის გაგრძელება.

სალაჰი დანიაშია დაბადებული. ლუნგბიუმდე ბრონდბიუს აკადემიაშიც იყო. სახელ-გვარი კი უბრალოდ ემთხვევა… ამპლუაც.

აბა, ის მოჰამედ სალაჰი ჩემპიონთა ლიგაში ახლა ინტერთან გოლების გასატანად ემზადება.

Leave a comment

Your email address will not be published.