მსაჯებმა მილანს ბოდიში მოუხადეს

სერია ა-ს 22-ე ტურში მილანი სპეციას შეხვდა და 1:2 დამარცხდა. მაშინ როცა ანგარიში 1:1 იყო, იტალიელმა მსაჯმა მარკოს სერამ მესიას გოლი შეცდომით გაუუქმა, 2 წუთში კი როსონერიმ გოლი აქეთ მიიღო.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სერია ა-ს მსაჯთა ასოციაციამ მილანს ბოდიში მოუხადა, მარკოს სერას კი დისკვალიფიკაციით დასჯიან. ეპიზოდი შეგიძლიათ თავად ნახოთ და განსაჯოთ რამდენად შეცდა სერა.
(2:28-დან)

მილანი სერია ა-ში 48 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ინტერს 2 ქულით ჩამორჩება. შემდეგ შეხვედრას გუნდი იუვენტუსთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published.