რა ამბები მოჰყვა მადრიდულ დერბის? რეალი-ატლეტიკო 3:1… ესპანეთის თასზე, დამატებით დროში.
კვლავ იყო შფოთი, გაწევ-გამოწევა, მსაჯზე დავა, წითელი ბარათი…
70-ე წუთზე რეალის ნახევარმცველმა დანი სებალიოსმა იუხეშა და იმ დროს გაფრთხილება ჰქონდა, მსაჯმა გრადომ კი მეორე ყვითელი არ უჩვენა და არ გააძევა. მალევე როდრიგომ სუპერგოლით გაათანაბრა და დამატებით დროში ატლეტიკოელი სავიჩის გაძევების მერე რეალმა ორი გოლი გაიტანა.
როხიბლანკოელები სწორედ დანი სებალიოსის მომენტზე აპელირებდნენ და აი, მათი კომენტარი:
როდრიგო დე პაული: „გაბრაზებულები ვართ. ეს უსამართლო შედეგია. 10/11-ზე დიდი სხვაობაა. სებალიოსი უნდა გაეძევებინა, ეს ყველამ დაინახა. შეეშალა? უბრალოდ გვინდა, რომ მსაჯებს ზოგჯერ ატლეტიკოს სასარგებლოდაც შეეშალოთ“
იან ობლაკი: „დანი სებალიოსი გასაძევებელი იყო, მაგრამ სხვანაირად განსაჯეს. რეალის სასარგებლოდ გადაწყვიტეს, ამას უკვე მივეჩვიეთ…“.
დიეგო სიმეონე: „რა ვუთხარი მსაჯს? მორატაზე ჯარიმებს არ დებდა სოსიედადთან და ახლაც. ვკითხე, რაიმე პირადული თუ აქვს მორატასთან, საერთოდ არ გამოვიყვანდი სათამაშოდ. გრადომ მითხრა, რომ მორატა აფორმებდა, მაგრამ ფაქტი სხვაა: მან ტრავმის გამო დატოვა მინდორი… საერთოდ, მატჩის ბედს ფეხბურთელები წყვეტენ, მაგრამ ასევე ფაქტია: სებალიოსმა არ მიიღო მეორე ყვითელი, სავიჩმა კი მიიღო“.