ეროვნული ლიგის 27-ე ტურში, თბილისური დერბი გაიმართა, სადაც ლოკომოტივმა დინამო თბილისს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
აღნიშნულ შეხვედრაში რამდენიმე ძალიან საკამათო ეპიზოდი იყო, რომელმაც შედეგზე გავლენა იქონია. ირაკლი სიხარულიძის გოლისას თამაშგარე მდგომარეობის სერიოზული ეჭვი ჩნდება, დინამოელები ორჯერ პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მათი მოთხოვნა კი უსაფუძვლო ნამდვილად არ ყოფილა.
საკამათო მომენტები შეგიძლიათ თავად ნახოთ და შეაფასოთ მართლა შეცდნენ თუ არა მსაჯები.