“მსაჯს მეოთხე პენალტიც დაენიშნა და თვითონ დაერტყა”

Celta Vigo's Spanish forward Iago Aspas (2ndR) argues with the referee during the Spanish League football match between RC Celta de Vigo and Real Madrid CF at the Balaidos stadium in Vigo on April 2, 2022. (Photo by MIGUEL RIOPA / AFP)

სელტა-რეალი 1:2. სამეფო კლუბმა სამი პენალტი დაარტყა და აქედან ორი გაიტანა… სამივე კარიმ ბენზემამ შეასრულა. რეალს ბარსელონასთან ფიასკოს მერე, ეს მოგება სჭირდებოდა თუნდაც რეაბილიტაცისთვის. ლა ლიგაში რეალმა ლიდერობა გაიმყარა.

სელტას ლიდერი აღშფოთებული იყო მსაჯ პაბლო ფუერტესის მოქმედებებით:
„რა დარჩა? მეოთხე პენალტი უნდა დაენიშნა და თვითონ დაერტყა. ეტყობა, მსაჯს ძალიან უნდოდა, რომ ბენზემას ჰეთ-თრიქი გაეკეთებინა. მოგება მინდოდა და მაინც დღეს სახლში იმ გრძნობით მივალ, რომ მომატყუეს“ (Marca)

რეალის მეკარე ტიბო კურტუას კომენტარი: „პირველი და მეორე პენალტის ეპიზოდები დავინახე, მესამე კი ჩემგან არ ჩანდა. თუმცა როცა ფეხს სწევ და კონტაქტია… ჩვენს კარშიც დაუნიშნავთ მსგავსი პენალტები. მგონი, ადრე პირველად სწორედ ჩვენს კარში დანიშნეს სამი პენალტი.

…რაც შეეხება ასპასის არჩათვლილ გოლს, სელტას ფეხბურთელმა თავით დაარტყა, მე ძელთან მოვიგერიე, ასპასი კი თამაშგარეში იყო და ალაბას ხელი შეუშალა ბურთის გამოტანაში. ეს თამაშგარეა“.

<blockquote class=”twitter-tweet”><p lang=”en” dir=”ltr”>Celta Vigo vs Real Madrid none of the 3 penalties awarded to Madrid was correct. The kind of robbery that went on today at the Balaídos is so sad. <a href=”https://t.co/cU3F9DQ6ms”>pic.twitter.com/cU3F9DQ6ms</a></p>&mdash; Steeze 👀 (@__Steeze1) <a href=”https://twitter.com/__Steeze1/status/1510326168834265094?ref_src=twsrc%5Etfw”>April 2, 2022</a></blockquote> <script async src=”https://platform.twitter.com/widgets.js” charset=”utf-8″></script>

Leave a comment

Your email address will not be published.