საფრანგეთში 2023 წლის რაგბის მსოფლიოს თასის დაწყებამდე ზუსტად ორი წელიწადი დარჩა. ორგანიზატორებმა მსოფლიოს თასის ოფიციალური ბურთის პრეზენტაცია გამართეს. ის ტრადიციულად ჯილბერტის ფორმის იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირს თამაშობს. პირველი წრის შემდეგ ბორჯღალოსნები დამაჯერებლად ლიდერობენ და, თუ პირველ ადგილზე დაამთავრეს ასპარეზობა, რაც ყველაზე რეალური ამბავია, ჯგუფში ავსტრალიის, უელსისა და ფიჯის ნაკრებებთან მოხვდება. მეოთხე მეტოქე კი, შესარჩევი ეტაპების დასრულების შედეგად გაირკვევა. სავარაუდოდ ეს კანადის, აშშ-სა და ურუგვაის ნაკრებებიდან ერთ-ერთი იქნება.