მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ციხე ემუქრება

მსოფლიო რეიტინგის ყოფილ პირველ ჩოგანს და დიდი სლემის ტურნირების 4-გზის გამარჯვებულ არანტა სანჩეს-ვიკარიოს ციხე ემუქრება.

ვეტერანი ესპანელი ჩგბურთელი რამდენიმე წლის წინ გაკოტრდა და თავი ბანკროტად გამოცხადა. არანტამ აღიარა რომ აღარანაირი საშუალება არ აქვს რომ დაგროვილი ვალები გადაიხადოს, თუმცა ესპანურმა პოლიციამ ხანგრძლივი კვლევის შედეგად აღმოაჩინა, რომ ლუქსემბურგის ერთ-ერთ ბანკში სანჩეს-ვიკარიოს ანგარიშზე დაახლოებით 5 მილიონი ევროა „გადამალული“.

გადასახადების გადაუხდელობის, სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემის და აფერისტობის ბრალდებით არანტას 4 წლით ციხეში „გამოკეტვა“ ემუქრება.

ვეტერანი ჩოგბურთელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ყველაფერს თავის ქმარს აბრალებს.

null

შეგახსენებთ, რომ სანჩეს ვიკარიოს კარიერაში სამჯერ აქვს მოგებული როლან გაროსი – 1989, 1994, 1998 წლებში, ხოლო ამერიკის ღია პირველობა 1994 წელს მოიგო.
ესპანელმა ჩოგბურთელმა კარიერაში 759 მატჩის მოგება შეძლო და 1995 წლის 6 თებერვალს სათავეში ჩაუდგა მსოფლიო რეიტინგს.

Leave a comment

Your email address will not be published.