ტოკიოს ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირზე დასრულდა ჯგუფური ტურნირი და გამოვლინდა პლეიოფში გასული 8 ნაკრები. 4 ნაკრები განთესილთა შორის მოხვდა, 4 განუთესავთა.
განთესილთა შორის მოხვდნენ ჯგუფის გამარჯვებულები და საუკეთესო შედეგის მქონე მეორე ადგილზე გასული ნაკრები, ხოლო განუთესავთა ჯგუფი დააკომპლექტა ორმა მეორე ადგილოსანმა და საუკეთესო შედეგის მქონე ორმა მესამე ადგილოსანმა.
განთესილთა კალათა
საფრანგეთი (A ჯგუფის გამარჯვებული)
ავსტრალია (B ჯგუფის გამარჯვებული)
სლოვენია (C ჯგუფის გამარჯვებული)
ა.შ.შ (საუკეთესო მეორე ადგილოსანი)
განუთესავთა კალათა
ესპანეთი (C ჯგუფის მეორე ადგილოსანი)
იტალია (B ჯგუფის მეორე ადგილოსანი)
არგენტინა (C ჯგუფის მესამე ადგილოსანი)
გერმანია (D ჯგუფის მესამე ადგილოსანი)
პლეიოფის წილისყრის წინ 3 წესი იყო დასაცავი.
1. ოთხივე საპლეიოფო წყვილში განთესილი ნაკრები ხვდებოდა განუთესავს.
2.1/4 ფინალში, ერთი ჯგუფის გუნდები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან(მაგალითად საფრანგეთი და ა.შ.შ)
3. საუკეთსო მეორე ადგილოსანს არ ქონდა უფლება მეოთხედფინალში შეხვედროდა სხვა ჯგუფში გასულ მესამე ადგილოსანს.
ოლიმპიადის 1/4 ფინალური სტადია
სლოვენია – გერმანია ( 3 აგვისტო, 5:00 თბილისის დრო)
ა.შ.შ. – ესპანეთი (3 აგვისტო, 8:40 თბილისის დრო)
საფრანგეთი – იტალია (3 აგვისტო, 11:20 თბილისის დრო)
ავსტრალია – არგენტინა (3 აგვისტო, 16:00 თბილისის დრო)
მეოთხედფინალურ წყვილებში ყველაზე დიდ ინტერესს ა.შ.შ-ს და ესპანეთის დაპირისპირება იწვევს. რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულები მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ.
ამ წყვილში გამარჯვებულს ნახევარფინალში ავსტრალია/არგენტინას შორის უკეთესთან მოუწევს დაპირისპირება.
ბადის მეორე მხარეს სლოვენია/გერმანიის შორის გამარჯვებული ნახევარფინალში საფრანგეთ/იტალიას შორის უკეთესს შეხვდება.