მსოფლიოში მეათე ვართ

ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მე-10 ადგილი დაიკავა.

ჩვენმა წყალბურთელებმა ურთულეს მატჩში მინიმალური სხვაობით 15:16 წააგეს იაპონიის ეროვნულ გუნდთან.

ჩვენი ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანები ანდრია ბითაძე და ბორის ვაპენსკი იყვნენ, რომლებმაც ოთხ-ოთხი გოლი მიითვალეს.

საქართველოს ნაკრები
ირაკლი რაზმაძე, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ივან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი (კაპიტანი), ბორის ვაპენსკი, ფაბიო ბარალდი, დუშან ვასიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე

Leave a comment

Your email address will not be published.