მსოფლიო რაგბი მკაცრად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ასევე ბელარუსის ქმედებას ხელი შეუწყოს მას ამ ომში. მსოფლიო რაგბის ოჯახი ერთიანია და სოლიდარულია ყველას მიმართ, ვინც დაზარალდა ამ შემაშფოთებელი მოვლენებით და უერთდება გლობალურ საზოგადოებას მშვიდობის აღდგენის მოწოდებაში.
მსოფლიო რაგბის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაიდგას დაუყონებლივ დამატებითი ნაბიჯები და დაიკავოს მტკიცე პოზიცია კონფლიქტის წინააღმდეგ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად.
სანქციები ასეთია:
– რუსეთისა და ბელორუსის კლუბებსა და ნაკრებს აეკრძალოს თამაში ყველა საერთაშორისო და საკლუბო შეჯიბრებაზე შემდგომი გაფრთხილებამდე.
– რუსეთის რაგბის ფედერაციის წევრობის სრული და დაუყოვნებელი შეჩერება.
მსოფლიო რაგბი ასევე განაგრძობს კავშირს უკრაინის რაგბის ფედერაციასთან და ამ ქვეყნის რაგბის თემს სრულ მხარდაჭერას ჰპირდება.