უკრაინის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ევგენი ბაჟენკოვმა ოფიციალური წერილით მიმართა რაგბი ევროპასა და მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელებს, რათა სასწრაფოდ აუკრძალონ რუსულ კლუბებსა და ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა.
მსოფლიო რაგბიმ დაადასტურა, რომ მიმართვა მიიღო და, ახლა, რუსული რაგბის მიმართ დასაწესებელ სანქციებს განიხილავს. ამასთან ერთად, მიმდინარეობს მუშაობა უკრაინის რაგბის კავშირის დასახმარებლად.
ერთი სიტყვით, გამორიცხული არ არის სპორტის სხვა სახეობებს მხარი რაგბიმაც აუბას.