მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში, ბრაზილია, 6:0… (+video)

ახალი თაობიდან ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, 1985 წელს თბილისში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ტარდებოდა. მსოფლიოს საბჭოთა კავშირი მასპინძლობდა და ერთი ჯგუფის მატჩები მთლიანად თბილისში ტარდებოდა და პლუს, ერთი მეოთხედფინალიც: ახლანდელ დინამო არენაზე და მიხეილ მესხზე…

თან რა ჯგუფი იყო თბილისში! ბრაზილია, ესპანეთი, ირლანდია, საუდის არაბეთი. საბოლოოდ, ფინალში სწორედ „თბილისელები“ გავიდნენ: ბრაზილია-ესპანეთი… ფინალი რა თქმა უნდა მოსკოვში იყო და პატარა სელესაომ 1:0 მოიგო მცველ ენრიკეს გოლით.

აქ კი რა ვიდეოცაა, მეოთხედფინალია: ბრაზილია-კოლუმბია 6:0. საინტერესოა, რომ ექვსივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს…

ბრაზილია-კოლუმბია 6:0

ბრაზილია: ტაფარელი – პოლასო, ენრიკე, ლუის კარლოსი, დიდა – ტოსინი, ჟოაო ანტონიო, სილასი, ჟერსონი – ბალალო, მიულერი

გოლები: ჟერსონი (51), სილასი (64), ჟერსონი (69), დიდა (72), მიულერი (81), ჟერსონი (90)

კოლუმბიის ნაკრების კაპიტანი იყო ვილსონ როდრიგესი – ხამეს როდრიგესის მამა… კოლუმბიელთა მეორე მეკარე კი, ინებეთ: რენე იგიტა!

ბრაზილიელთა ამ შემადგენლობიდან ყველაზე მაგარი კარიერა ტაფარელმა აიწყო: მსოფლიო ჩემპიონი გახდა 1994 წელს. მიულერიც იყო იმ მსოფლიოზე, მაგრამ სულ სათადარიგო კიჭა რონალდოსავით…

თბილისური გუნდიდან კი საუკეთესოები იყვნენ ბალალო, დიდა, სილასი. ბალალო განსაკუთრებით მოსწონდა გულშემატკივარს, ზეტექნიკურ სტილში თამაშობდაო… სამწუხაროდ, ღარიბი კარიერით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *