წარმოიდგინეთ, ხართ 28 წლის MMA-ს მებრძოლი, ასპარეზობთ საშუალო დონის ორგანიზაციაში, გაქვთ 9-4-ზე მოგება/წაგება, პარალელურად მუშაობთ კვირაში 80 საათი, რათა მოახერხოთ თავის რჩენა… ზარი მობილურზე და გთავაზობენ ბრძოლას მაკგრეგორის ქარდზე, შონ ომალის წინააღმდეგ. დაახლოებთ მსგავსი სცენარი ყველას გვინახავს ფილმ “როკი”-ში, როცა სილვესტერ სტალონეს პერსონაჟს, როკი ბალბოას, უბრალო ქუჩის მოკრივეს, კრივის ვარსკლავთან, აპოლო ქრიდთან ბრძოლა შესთავაზეს. ეს ფილმისთვის დაწერილი ამბავი პორტუგალიელ მებრძოლს, კრის მოუტინიოს რეალობად ექცა, იგი ომალისთან დაპირისპირებას ბრძოლამდე 11 დღით ადრე დათანხმდა. ეს იმდენად მოკლე დროა, რომ არათუ მომზადება, არამედ მოუტინიომ გააზრებაც კი ვერ მოახერხა, რა ხდებოდა მის თავს. ბიჭს ოქტაგონზე გამოსვლის დროს, გამოხედვაში ეტყობოდა რომ თავი სიზმარში ეგონა… თუმცა ოქტაგონზე შესვლისა და გონგის ხმის შემდეგ იგი საქმეზე კონცენტრირდა – პირველი შეტევაზე სწორედ კრისი გადავიდა, მართალია შედეგიანობით ვერ გამოირჩეოდა მისი შეტევები, თუმცა ერთი რამ არ იცვლებოდა – წინ სვლა.
მთელი ბრძოლის მანძილზე, 14 წუთნახევარი, მოუტინიოს უკან ნაბიჯი არ გადაუდგამს. 249 დარტყმა, აქედან 240 თავში და მოუტინიო კლავ იდგა. თავდაპირველად ომალი ეთაშებოდა, ჩანდა რომ დაფინიშებამდე შოუს დადგმა უნდოდა, თუმცა როცა უკვე გართობას შეეშვა და საქმეზე გადავიდა, ომალიმ მაინც ვერ მიაყენა ისეთი დარტყმა მოუტინიოს, რაც მას გათიშავდა. საბოლოოდ ბრძოლამდე 30 წამით ადრე ჰერბ დინმა ბრძოლა გააჩერა. მისი ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის კრიტიკის საგანი გახდა. არავინ საუბრობს იმაზე, რომ იმ დროში მოუტინიოს შეეძლო რამის შეცვლა, უბრალოდ პორტუგალიელმა დაიმსახურა, რომ ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით არ წაეგო. თუმცა ასე მოხდა, აქტივში ომალის კიდევ ერთი ფინიში ჩაეწერა, ხოლო მოუტინიომ ამ თავდადებისთვის 75.000$-იანი ბონუსი, დიდი პატივისცემა და რა თქმა უნდა შანსი მიიღო, კვლავ იასპარეზოს UFC-ში და სხვა მებრძოლთან დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები.
“კრისი გამძლე და მაგარი ბიჭია, იგი 11 დღით ადრე დათანხმდა ბრძოლას, როცა UFC-ს სხვა მებრძოლებმა ეს არ გააკეთეს.” – თქვა ომალიმ ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში.