მტკივნეული მარცხი ესპანეთთან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები აგრძელებს ასპარეზობას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. G ჯგუფის მეორე ტურის მატჩის რანგში ესპანეთმა ქალაქ ხაენში უმასპინძლა საქართველოს და მეტოქე 89:61 გაანადგურა.

საქართველო დიდი დანაკლისით შეხვდა მსოფლიო ჩემპიონებთან მატჩს – ფეხის ტრავმის გამო არ იყო თორნიკე შენგელია,თუმცა ესპანელებს ბევრად დიდი პრობლემები ქონდათ – ევროლიგასთან კონფლიქტის გამო სერჟიო სკარიოლომ ნაკრებში ვერ გამოიძახა “რეალის”, “ბარსელონას” და “ბასკონიას” კალათბურთელები და ძირითადად ACB ლიგის საშუალო დონის გუნდების ლიდერებით მოუწია თამაში.

null

მასპინძლები რეალურად მესამე შემადგენლობით თამაშობდნენ, თუმცა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს აქვთ იმის ფუფუნება, რომ თუნდაც ამ “რუსტერით” პირველ ტურში გაანადგურონ სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონია, მეორეში კი უკვე საქართველო.

ესპანეთმა ოთხივე მეოთხედი მოუგო ჩვენს ნაკრებს და უშანსოდ დაგვტოვა 23:15, 24:16, 17:10, 25:20. ხაბი ლოპეზ-აროსტეგის 14 ქულა ქონდა, 13 ხაიმე ფერნანდესს, 10 იანკუბუ სიმას.

მასპინძლები ხშირად მიმართავდნენ ორმაგ მეურვეობას გიორგი შერმადინზე და რიგ შემთხვევებში ეს ტატქიკა ამართლებდა. ესპანეთის ჩემპიონატის MVP-მ მატჩი 21 ქულით და 9 მოხსნით დაასრულა, თუმცა მხოლოდ გიოს კარგი სტატისტიკა არ გამოდგა საკმარისი მატჩის გადასარჩენად.

null

გივი ბაქრაძემ(03:16), მიშა ბერიშვილმა(16 წთ), გიორგი კორსანტიამ(04:28), ალექსანდრე ფევაძემ(15:08) და ლუკა მაზიაშვილმა (10:39) მატჩი უქულოდ დაასრულეს, ოთარ ფხაკაძემ 2 ქულა ჩააგდო, ისევე როგორც გიორგი ტურძილაძემ.

ძალიან გაბრაზებული ჩანდა პრესკონფერენციაზე ილიას ზუროსი, რომელმაც ესპანეთს გამარჯვება მიულოცა, ხოლო საქართველოს ნაკრებზე კი ერთი სიტყვაც არ უთქვია.

G ჯგუფის მეორე შეხვედრაში უკრაინამ 78:61 სძლია აუტსაიდერ ჩრდილოეთ მაკედონიას და მესამე ადგილზე იმყოფება, საქართველო მეორეა, ესპანეთი პირველი, ჩრდილოეთ მაკედონია კი პულის ფსკერზეა დალექილი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *