მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა – გარბინია მუგურუზამ გადაწყვიტა კარიერული პაუზა აიღოს.
ესპანელი ჩოგბურთელი საკუთარი ინიციატივით გამოტოვებს ამერიკულ მასტერსებს – ინდიან უელსს და მაიამის.
უკვე ცნობილია, რომ გარბინია მომდევნო ორშაბათს დატოვებს რეიტინგის მოწინავე ასეულს, არადა 1 წლის წინ იგი ტოპ 5-ში იმყოფებოდა.
“გადავწყვიტე მცირე ხნიანი, კარიერული პაუზა ავიღო. ინდივიდუალურად უნდა ვიმუშავო საკუთარ თავზე, რათა ძველი ფორმა დავიბრუნო. მინდა აღვიდგინო საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, რათა ტურნირებე ისევ მაღალი შედეგები ვაჩვენო” – განაცხადა მუგურუზამ.
შეგახსენებთ, რომ ესპანელ ჩოგბურთელს ამჟამად 6 მატჩიანი წაგებათა სერია გააჩნია.ბოლოს, გარბინიამ WTA TOUR-ზე ოფიციალური მატჩი 2022 წლის 21 სექტემბერს მოიგო.
2022 წლის 23 სექტემბერი, ტოკიოს ტურნირი (II წრე)
სამსონოვა – მუგურუზა 6:4 6:2
2022 წლის 12 ოქტომბერი, სან დიეგო (I წრე)
ჟენგი – მუგურუზა 5:0
2023 წლის 1 იანვარი, ადელაიდა (I წრე)
ანდრეესკუ – მუგურუზა 0:6 7:6 6:1
2023 წლის 9 იანვარი, ადელაიდა 2 (I წრე)
ბენჩიჩი – მუგურუზა 6:3 6:4
2023 წლის 17 იანვარი, ავსტრალიის ღია პირველობა (I წრე)
მერტენსი – მუგურუზა 3:6 7:6 6:1
2023 წლის 30 იანვარი, ლიონი (I წრე)
ნოსკოვა – მუგურუზა 6:1 6:4