მუგურუზას წაგებათა სერია გრძელდება

მსოფლიო რეიტინგის, ყოფილი პირველი ჩოგნის – გარბინია მუგურუზას წაგებათა სერია გრძელდება…

ესპანელმა ჩოგბურთელმა ლიონის ტურნირის პირველ წრეში 1:6 4:6 წააგო ლინდა ნოსკოვასთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

null

შეხვედრის სტარტი 18 წლის ჩეხ თინეიჯერს იდეალური გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. გარბინია “ვერ გამოფხიზლდა” – სეტის მეორე ნახევარში კიდევ ერთი გეიმი დათმო საკუთარ ჩაწოდებაზე და მასთან ერთად სეტიც 1:6 (სეტის მიმდინარეობა 25 წუთი).

მეორე პარტია ამჯერად მუგურუზას დომინაციით გაიხსნა – ესპანელმა მეორე გეიმში ბრეიკი შეასრულა და მალევე 3:0 დაწინაურდა.

თითქოს, მსოფლიო რეიტინგის ყოფილ ლიდერს არ უნდა გასჭირვებოდა სეტებს შორის ანგარიშის გათანაბრება, თუმცა გარბინიას მოულოდნელად “დიდი ჩავარდნა” დაეწყო – მომდევნო 7 გეიმიდან 6 დათმო და მასთან ერთად მატჩიც.

გარბინია მუგურუზამ 2023 წელს ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო, ხოლო 2022 წლის შედეგებსაც თუ მივათვლით, ზედიზედ მეექვსე.

ესპანელ ჩოგბურთელს WTA TOUR-ზე ოფიციალური მატჩი სექტემბრის შემდეგ აღარ მოუგია (ტოკიოს ტურნირი).

დიდი სლემის ტურნირების ორგზის გამარჯვებული ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 82-ე ადგილს იკავებს, მომდევნო ორშაბათს მას მორიგი “ვარდნა” ელოდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *