მუდრიკმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ჩელსიში ითამაშებს.
როგორც ფაბრიციო რომანო წერს, 22 წლის ვინგერი კონტრაქტზე ხელის მოსაწერად მიემართება.
სტემფორდ ბრიჯზე, ის ოფიციალურად დღეს წარსდგება.
არისტოკრატები მასში 70+40 მილიონ ევროს იხდიან. რაც შეეხება მუდრიკის ხელფასს – ის წელიწადში 7,5 მილიონი ევროთი განისაზღვრა.