მუქარა… “ვიცით, სადაც ცხოვრობ” (+ფოტო)

რაფა ბენიტესი ევერტონის მწვრთნელობის N 1 კანდიდატია. ესპანელი სპეციალისტი, როგორც იცით, დიდხანს მუშაობდა ლივერპულში და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. რა თქმა უნდა, ევერტონის ფანებს რაფა არ უყვართ და აი, გააფრთხილეს კიდეც…

ლივერპულში, ბენიტესის სახლის წინ, ფანებმა ბანერი გაჭიმეს წარწერით:

„ვიცით, სადაც ცხოვრობ. არ მოაწერო“.

შეგახსენებთ, ევერტონს ბოლოს კარლო ანჩელოტი წვრთნიდა, რომელიც მადრიდის რეალში დაინიშნა.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *