მილანის ინტერის ხელმძღვანელობას გლადბახის თავდამსხმელის მარკუს ტიურამის გადაბირება მომავალ ზაფხულს სურს. მილანელები 25 წლის ფრანგს ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობენ, წელიწადში 5-მილიონევროიანი ხელფასით.
ტიურამს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი გაისად ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება, ამიტომ მომავალი იანვრიდან ოფიციალურად შეეძლება სხვა კლუბებთან მოლაპარაკება აწარმოოს. ამ დროისათვის ინტერი მას ფორმალურ წინადადებას გაუგზავნის.
ტიურამი გლადბახში 2019 წლიდან თამაშობს. ყატარის მუნდიალზე მან საფრანგეთის ნაკრების 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.