ბოლო დროს, რუსული საბრძოლო ორგანიზაციები ექსცენტრულებით გამოირჩევიან – აბსურდული ბრძოლების ორგანიზება, არეულობები პირისპირ დგომების დროს და ა.შ.
მიმდინარე თვეში, Epic FC-ს ეგიდით ჩატარდა ბრძოლა, სადაც ბაბუა და შვილიშვილი, ქალ მებრძოლს დაუპირისპირდნენ. ამავე ივენთზე ვიხილეთ ქალი მებრძოლისა და 200კგ-იანი მამაკაცის დაპირისპირებაც. მანამდე, Hardcore FC-ს პირისპირ დგომისას, მებრძოლებმა ლამის სრული ბრძოლა გამართეს. თუმცა, ის რაც გასული წლის ზაფხულში მოხდა, ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების ეპიკურობას ერთიორად აღემატება.
შიშველი მუშტებით ბრძოლის ორგანიზაციის, Zames FC-ს პირისპირ დგომების დროს, მებრძოლმა მეტოქე არც მეტი, არც ნაკლები მფრინავი მუხლის დარტყმით გათიშა. წესებით, მათი რინგზე დაპირისპირებისას, მუხლის გამოყენება აკრძალულია, ვინაიდან მუშტი-კრივი ძირითადად კრივის წესებს იმეორებს. როგორც ჩანს, მებრძოლმა, თავისი უნარების სრულად გამოსაყენებლად, პირისპირ დგომიც გამოიყენა…