მშენებელი გარი

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა, 46 წლის გარი ნევილი, საფეხბურთო ამბების გარდა, სამშენებლო ბიზნესშიც ტრიალებს. მას ასეთი რამდენიმე კომპანია ჰქონია. და აი, ერთ-ერთი მათგანი იანვრიდან მანჩესტერის ცენტრში მრავალპროფილური შენობის აგებას იწყებს, რომელიც 200 მილიონი გირვანქა დაჯდება. შენობა წმინდა მიხეილის სახელობისა იქნება (St Michaels, Manchester).

ამ პროექტის დაგეგმვა 2016 წლიდან დაწყებულა და თავიდან ქალაქის მოსახლეობის ნაწილისგან პროტესტიც მოჰყოლია. ისტორიულ ადგილს დაამახინჯებსო.

Gary Neville announced a deal has been completed to start building the £200m St Michael's development in January

ცხრა სართულზე ბიზნეს-ოფისები განთავსდება, სახურავზე კი საზოგადოებრივი სივრცე და 900 სტუმარზე გათვლილი რესტორანი, ქალაქის შესანიშნავი ხედით.

ყველაფერი ლონდონსა და ნიუ იორკშია, დროა ტურისტები მანჩესტერშიც მოვიზიდოთო – ამბობს გარი.

პროექტში ნევილის ოდინდელი მანჩესტერელი თანაგუნდელი, რაიან გიგზიც ყოფილა ჩართული. „ეს ყველაზე ეფექტური შენობა იქნება ქალაქში. ყველაფერთან ერთად ის ახალ ათას სამუშაო ადგილსაც გააჩენს“, – ამბობს უელსელი.

Planning began five years ago with Neville having to defend it against criticism from some circles early on

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *