მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ფავორიტის სტატუსი მორიგმა ნაკრებმა გაამართლა. ინგლისი – სენეგალის დაპირისპირება ბრიტანელთა სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.
პირველი ნახევარი არცისე სანახაობრივი იყო, თუმცა ინგლისის ნაკრები უპირატესობას ფლობდა და შთაბეჭილება რჩებოდა, რომ ნებისმიერ მომენტში შეეძლო მომატება. საბოლოოდ ტაიმის ბოლო მესამედში ასეც მოხდა და ინგლისის ნაკრებმა 2 გოლი გაიტანა.
მეორე ნახევარში ბრიტანელები ბევრად უკეთ ათამაშდნენ და კიდევ 1 შეაგდეს. გარეთ საუთგეიტის შეგირდებმა მშვენიერი მატჩი ჩაატარეს და სენეგალს დამსახურებულად მოუგეს, 3:0 და ინგლისის ნაკრები 1/4 ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება.
საუკეთესო ფეხბურთელი
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ჩვენი აზრით ჰარი კეინია. იგი უდაოდ გამორჩეული იყო და ინგლისელთა მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ინგლისი 3:0 სენეგალი
გოლები: ჰენდერსონი (38), კეინი (45+3), საკა (57).