ხუთშაბათს შუადღისას, ენფილდის მიდამოებში ხალხმრავლობა იყო. ლივერპული კლუბისა და ინგლისის ნაკრების ლეგენდას, სერ როჯერ ჰანტს ემშვიდობებოდა. ჰანტი 83 წლისა გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.
ჰანტი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი გახლდათ და იმ დასამახსოვრებელ ტურნირზე სამი გოლი გაიტანა.
დაკრძალვის ცერემონიას ლივერპულის ყოფილი ვარსკვლავები დაესწრნენ: იან კალაგანი, კევინ კიგანი, იან რაში, ჯონ ოლდრიჯი, დევიდ ჯონსონი, როი ევანსი…