„მშიშარა არ ვარ. უკრაინაში ვრჩები!“

კიევის დინამოს რუმინელმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ განაცხადა, რომ ომი იდიოტებმა დაიწყეს და თავად არსად წასვლასაც არ აპირებს.

„ყველა სპორტული შეჯიბრება ერთი თვით გადაიდო. კიევიდან არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვრჩები. მე მშიშარა არ ვარ. იმედი მაქვს, მალე დამთავრდება ეს ომი, რომელიც იდიოტებმა დაიწყეს. მოვლენებს თვაკს ვადევნებდი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ომი მაინც დაიწყებოდა“ (Ua-Football)

სხვა სიტუაციაა დონეცკში, სადაც შახტარის ლეგიონერები და მწვრთნელი რობერტო დე ძერბიც სასტუმროში არიან დაბინავებულები თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად. იქ არიან სხვა უკრაინული გუნდების უცხოელი ფეხბურთელებიც.

ბრაზილიელები თავისი ქვეყნის მთავრობას მოუწოდებენ, რომ მათი სამშვიდობოზე გაყვანა უზრუნველყონ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *