მცირე პროგრესი – რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში?

ფიფამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები 85-ე ადგილზეა. წინა თვის ცხრილში ჩვენი გუნდი 86-ე პოზიციაზე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სანიოლის დამოძღვრილებმა 1 ადგილით წინ წაიწიეს.

რაც შეეხებათ საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეებს ერთა ლიგის გათამაშებაში, ჩრდ. მაკედონია 67-ე ადგილზეა, ბულგარეთი 71-ზე, ხოლო გიბრალტარის ეროვნული გუნდი 203-ე ადგილს იკავებს.

ფიფას რეიტინგის ათეული შემდეგნაირია:

  1. ბელგია
  2. ბრაზილია
  3. საფრანგეთი
  4. ინგლისი
  5. არგენტინა
  6. იტალია
  7. ესპანეთი
  8. პორტუგალია
  9. დანია
  10. ნიდერლანდები

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *