სერია A-ს მე-4 ტურში იუვენტუსმა მილანს შინ ვერ მოუგო (1:1). ახლა ტურინულ კლუბს 2 ფრე და 2 მარცხი აქვს და ცხრილში გასავარდნ მე-18 ადგილზე დგას. ასეთი ცუდი სტარტი „ბებერ ქალბატონს“ ბოლო 60 წელიწადია აღარ ჰქონია…
მაქსი ალეგრის გუნდში მთავარ მწვრთნელად მეორედ მისვლის ამბავი ჯერჯერობით კატასტროფულად ვითარდება. არადა პირველ ჯერზე ხუთ სეზონში გუნდი ხუთჯერ გააჩემპიონა.
მილანთან მატჩის შემდეგ, გასახდელში ჩქარი ნაბიჯით მიმავალ ალეგრის ტრიბუნიდან ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ტელეფონით გადაუღო ვიდეო და შემედეგ სოციალურ ქსელში ატვირთა. სინიორ მაქსი მძვინვარებდა და თავის ფეხბურთელებს აგინებდა…