მძიმე ბრძოლებში ფავორიტებმა გაიმარჯვეს

ხვამლი-ლელო 27:29
ხვამლი: 3ლ – ჯობავა (2), კაკაურიძე. 3გ – ქობელაშვილი (2), ცინცაძე. 2ს – ქობელაშვილი
სინბინი: კურტანიძე
ლელო: 5ლ – ქევხიშვილი, კიკნაძე (2), ჟორჯოლიანი, ბაბუნაშვილი. 2გ – ყიასაშვილი
მსაჯი: შოთა თევზაძე

დიდი 10-ის მეოთხე ტურში თბილისის ლელო გათამაშების დებიუტანტ ხვამლს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 29:27 დაამარცხა. საწყისი 20 წუთი აშკარად ლელოსი იყო, რომელმაც ორი ლელოს გატანა შეძლო და მე-17 წუთისთვის უკვე 14:0 იგებდა. ტაიმოს ბოლომდე გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს და სტუმრები 12 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ შესვენებაზე – 19:7.

მეორე ტაიმის 55-ე წუთისთვის ხვამლმა ანგარიშის ორ ქულამდე შემცირება შეძლო – 17:19. თუმცა, ლელომ მაინც შეძლო უპირატესობის მოპოვება. თამაშის ბოლომდე კიდევ ორი ლელო გაიტანა, რაზეც ერთი ლელოთი და ორის საჯარიმოთი უპასუხა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ხვამლმა თავდადებული ბრძოლისთვის ერთი საპრემიო ქულა ირგუნა. ორ-ორი ლელო ხვამლის გარემარბმა გიორგი ჯობავამ და ლელოს მგეზავმა დიმიტრი კიკნაძემ მიითვალეს.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ ლელოს გარემარბი გაგა ქევხიშვილი დაასახელეს.

Возможно, это изображение 1 человек и текст

ხარები-აკადემია 20:15
ხარები: 3ლ – ნარიმანიძე, მაჭარაშვილი, შარვაშიძე. ს,გ – პეტრიაშვილი
სინბინი: ბურჭულაძე
აკადემია: 2ლ – ახობაძე (2). ს,გ – მოძღვრიშვილი
სინბინი: ლუარსაბიშვილი
მსაჯი: პაპუნა ჭიქაბერიძე

 თბილისის აკადემიას მძიმე დროება უდგას. გუნდმა ოთხი თამაშიდან ოთხივე წააგო და მხოლოდ ერთი ქულა აქვს, რომელიც ხარებთან 15:20 წაგებულ თამაშში მოიპოვა.

პირველი ტაიმი ხარებმა 20:10 მოიგო. აკადემიას მატჩის გადარჩენა შეეძლო, რადგან 65-ე წუთზე ლელო გაიტანა და ჩამორჩენა ხუთ ქულამდე შეამცირა. დარჩენილ 15 წუთში შედეგიანი იერიშის განხორციელება ვერცერთმა შეძლო და ხარებმა მორიგი გამარჯვება მიითვალეს.

მატჩის საუკეთესო მორაგბე ხარების პირველხაზელი გიორგი გოგოლაძე გახდა.

Возможно, это изображение 2 человека и текст

ყოჩები-აია 23:20
ყოჩები: 3ლ – ბრეგვაძე, გოგოლაშვილი, ფურცხვანიძე. 2ს,გ – მალაღურაძე
სინბინი: კურტანიძე, მალაღურაძე, მაისურაძე, ქიტუაშვილი, ფურცხვანიძე
აია: 2ლ – საჯარიმო, ფირცხალავა. ს,გ – ბაბუნაშვილი. ა – ღლონტი მსაჯი: ნიკა ამაშუკელი

ასევე უკიდურესად დაძაბული გამოდგა ბოლნისის ყოჩებისა და ქუთაისის აიას დაპირისპირება. ყოჩებმა, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის არბიტრმა ხუთი მოთამაშე გაუსინბინა, მაინც შეძლო მობილიზება და სასურველი შედეგის მიღება.

ნერვებმა ყოჩებს პირველი ტაიმის შუაწელიდან უმტყუნა, როცა 6:0 იგებდნენ. არბიტრმა ბოლნისელებს ერთმანეთის მიყოლებით ოთხი მორაგბე გაუსინბინა. აიამ ამით კარგად ისარგებლა და ორი გარდასახული ლელო მიითვალა – 14:6. ტაიმის მიწურულს კაცნაკლულმა ყოჩებმა მაინც იძალა და ლელოს გატანა შეძლო. 11:14 – ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ თამაში კიდევ უფრო მძაფრი გახდა. ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ, ხან მეორე. საბოლოოდ კი, ანგარიშში უპირატესობა ყოჩებს დარჩათ – 23:20.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ ყოჩების შუამარბი სანდრო ფურცხვანიძე დაასახელეს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *