მწარე მარცხი და მზადება პლეი-ოფისთვის

საქართველოს ფუტსალის ნარები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ესპანეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა. ესპანელებს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ, შეხვედრა მათ სასარგებლოდ 8:0 დასრულდა.

ასეთი მწარე მარცხი ცხადია სამწუხაროა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია, თანაც ავთანდილ ასათიანის გუნდს პლეი-ოფი უკვე განაღდებული აქვს.

საქართველოს ნაკრები 1/4 ფინალში რუსეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩი 1-ელ თებერვალს გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published.