ინგლისელი ფანები შიშობენ, რომ საშობაოდ შესაძლოა სტადიონებს გარეთ დარჩნენ. კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, მთავრობა გარკვეული რეგულაციების დაწესებას აპირებს. არადა, საშობაოდ პრემიერლიგაში ყველაზე დატვირთული დღეებია და მატჩები ლამის ყოველ მეორე დღეს ტარდება.
შარშან კორონავირუსის გავრცელების საწყის პერიოდში პრემიერლიგაში სამი თვით აკრძალეს მაყურებელთა დასწრება და კლუბებმა ჯამში 2 მილიარდი გირვანქა იზარალეს.
ახლა ახალი რეგულაციების, კერძოდ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი მწვანე პასპორტების შემოღებას აპირებენ. სტადიონების შესასვლელებში ტურნიკტებზე საგანგებო ამომცნობებს დაამონტაჟებენ, რომლებიც პასპორტის გარეშე ტრიბუნებზე არავის შეუშვებენ.
იგივე სიტუაციაა გერმანიაში, ჰოლანდიაში, ბელგიასა და საფრანგეთში.
კოვიდი ისევ მძვინვარებს.