მწვრთნელი ხაბიბი უფრო დაუნდობელია, ვიდრე მებრძოლი [VIDEO]

ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას მიჰყო ხელი. იგი ბოლო წლებში ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დარბაზში, AKA-ში ვარჯიშობდა, სწორედ აქ აგრძელებს იგი მებრძოლების გაწვრთნას. ხაბიბის სამეგობროში და სანათესაოში უამრავი უმაღლესი დონის მებრძოლია, ხაბიბი გამოცდილებას მათაც უზიარებს. ნურმაგომედოვი ასევე ავარჯიშებს დარბაზში გაწევრიანებულ მოყვარულ სპორტსმენებსაც. AKA-ს მთავარი მწვრთნელი, ხავიერ მენდეზი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ხაბიბი მებრძოლებს მკაცრად ავარჯიშებს და ეუბნება – “თუ დაიღალეთ წადით სახლში, ან უბრალოდ იტირეთ”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *