მჭედლიძემ ტორპედო დატოვა – “მადლობა და წარმატებები”

ლევან მჭედლიძეს ქუთაისის ტორპედოსთან კონტრაქტი ამოეწურა და კლუბი დატოვა. ამის შესახებ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“მადლობა ქუთაისს და ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის და დაფასებისთვის. ამ ქალაქმა მოკლე პერიოდში თავი ძალიან შემაყვარა. წინსვლა და წარმატებები.” – დაწერა მჭედლიძემ.

ლევან მჭედლიძე ქუთაისის ტორპედოში 2021 წლის ოქტომბრიდან თამაშობდა. მჭედლიძემ ქუთათურთა რიგებში 26 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და წელს საქართველის თასს დაეუფლა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *