იულიან ნაგელსმანმა Kicker-ს უთხრა, აქამდე რომ ტიტული არ მომიგია, ამაში უცნაური არაფერიაო.
„მაღიზიანებს საუბრები, რომ ბაიერნში ტიტულის გარეშე მოვედი. მე რეალს ან ბარსელონას არ ვწვრთნიდი. რომ გითხრათ, კარიერას თუ უტიტულოდ დავასრულებ, სიკვდილამდე ვერ მოვისვენებ-მეთქი, ტყუილი იქნება. თუმცა მესიამოვნება, თუ ბევრს მოვიგებ.
…მინდა, რომ კარგ მწვრთნელად მთვლიდნენ. მინდა, ჩემი ფეხბურთელები კარგ ადამიანად მიცნობდნენ. მიღწევებს მალე ივიწყებენ, ის კი ახსოვთ, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მოთამაშეებთან“.
შეგახსენებთ, ნაგელსმანი ჰოფენჰაიმსა და ლაიპციგში მუშაობდა.