ნაგელსმანი: ღამე ფეხბურთელების სახელებს ვყვირი და ცოლს ვაღვიძებ…

იულიან ნაგელსმანმა თქვა, რომ ღამ-ღამობით ბაიერნის ფეხბურთელების სახელებს ყვირის და მეუღლეს აღვიძებს…

„ხდება ასე, თურმე მათ სახელებს ვყვირი ძილში და მეუღლეს ეღვიძება. ამის შესახებ ვერენამ (მეუღლე) მითხრა. ამასთან, ლოგინთან ახლოს მიდევს ბლოკნოტი და ღამე ხშირად ვწერ იქ შენიშვნებს“. (BILD)

ნაგელსმანმა ასევე აღნიშნა, რომ მცირე დრო კიდევ სჭირდება, რათა სტრესსა და დაძაბულობას აჯობოს, რაც გრანდის მწვრთნელობას თან ახლავს.

Leave a comment

Your email address will not be published.