ნადალის დამაჯერებელი გამარჯვება მედვედევთან

მექსიკის ქალაქ აკაპულკოში დასასრულს უახლოვდება ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. ნახევარფინალურ სტადიაზე ერთმანეთს დანილ მედვედევი და რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ესპანელმა რუსი მეტოქე 6:3 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის სტარტი რაფას უკეთესი გამოუვიდა, რომელიც რეგულარულად მიდიოდა ბრეიკპოინტებამდე მეტოქის ჩაწოდებაზე. ესპანელმა მე-4 გეიმში ბრეიკი შეასრულა და 3:1 დაწინაურდა. მიუხედავად მედვედევის მცდელობისა, რუსმა ჩოგბურთელმა უკუბრეიკის შესრულება ვეღარ შეძლო და პირველი პარტია 3:6 წააგო.

null

მეორე სეტის პირველსავე გეიმში ნადალმა კიდევ ერთხელ შეძ₾ო დანილის ჩაწოდების მოგება და მალე საკუთარი ჰანდიკაპი სოლიდური გახადა 6:3 2:0.

მედვედევმა ტაქტიკა შეცვალა და უფრო აგრესიულ სათამაშო სტილზე გადავიდა. რუსმა ჩოგბურთელმა მეოთხე გეიმში 4 ბრეიკპოინტის რეალიზება ვერ შეძლო, ხოლო მეექვსე გეიმში 7-ის. ვერგამოყენებული შანსების გამო რაფაელმა მეტოქე დასაჯა – მე-9 გეიმში გადამწყვეტი ბრეიქი აქეთ შეუსრულა და შეხვედრაც მოიგო 6:3 6:3.

მატჩი 2 საათს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ნადალის ანგარიშზე 2 ეისი, 1 ორმაგი შეცდომა და 3 ბრეიკი იყო. თავისმხრივ მედვედევმა 10 ეისის წილ 7 ორმაგი დაუშა და 11 ბრეიკპოინტიდან ვერცერთის რეალიზება ვერ შეძლო.

null

ნადალი მედვედევს ურთიერთშეხვედრებში უკვე 5:1 უგებს

ნადალმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-14 მატჩ მოიგო (კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი)

ნადალი მიმდინარე სეზონში მესამე ფინალშ გავიდა (კარიერაში 129-ში)

აკაპულკოს ფინალში ნადალი ბრიტანელ კამერონ ნორის შეხვდება.

კამერონ ნორიმ ნახევარფინალურ სტადიაზე 6:4 6:4 მოუგო სტეფანოს ციციპასს.

Leave a comment

Your email address will not be published.