ავსტრალიაში გრძელდება UNITED CUP-ის ისტორიული, პირველი გათამაშება. კენჭისყრის შემდეგ C ჯგუფი სიკვდილის პულად მოინათლა, რადგან მასში მოხვდნენ ტურნირის მასპინძელი ავსტრალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.
პირველ სათამაშო დღეს ავსტრალიელებმა სერიოზული დანაკლისი განიცადეს – მცირე ტრავმის გამო ნიკ კირიოსი ასპარეზობას გამოეთიშა, მის გარეშე კი მასპინძლებმა 2:3 წააგეს დიდ ბრიტანეთთან (5 მატჩიანი დუელი).
მეორე დღე უკვე ესპანეთის და დიდი ბრიტანეთის დაპირისპირებას ეთმობა (ავსტრალია ისვენებს). გახსნითი შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა – კამერონ ნორი რაფაელ ნადალის წინააღმდეგ.
პირველ სეტში “რაფა” ბევრად უკეთესად თამაშობდა, ესპანელმა მეექვსე გეიმში მეტოქის დაბრეიკება შეძლო, მალევე კი სეტიც მოიგო 6:3.
მეორე პარტიაში უკვე კამერონი ათამაშდა იდეალურად. ბრიტანეთის პირველმა ჩოგანმა შვიდჯერ მოახერხა ბრეიკპოინტამდე მისვლა, ნადალმა 6-ჯერ გადაარჩინა გეიმი წაგებისგან, თუმცა მეშვიდე მცდელობით მაინც დაბრეიკდა. ნორიმ უპრობლემოდ აღადგინა სეტებს შორის წონასწორობა 1-1 (3:6 6:3).
მესამე, გადამწყვეტ სეტში მეტი ფიზიკური ძალა ახალგაზრდა ბრიტანელს ქონდა დარჩენილი. კამერონმა მეხუთე გეიმში შეძლო მეტოქის ჩაწოდების მოგება და ბრეიკიანი ჰანდიკაპი შეიქმნა.
ნადალმა ბევრი იბრძოლა, მეექვსე და მერვე გეიმებში ჯამში 3 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა, თუმცა უკუბრეიკი ვეღარ შეასრულა და მატჩიც წააგო 6:3 3:6 4:6.
ბრიტანეთი 1-0 დაწინაურდა, თუმცა წინ დიდი ბრძოლებია.
1) ნადალი – ნორი 6:3 3:6 6:4
2) პარიაზ დიასი – სვონი 2:0 (მიმდინარე მატჩი)
3) ბადოსა – დარტი
4) კარენო ბუსტა – ევანსი
5) ბადოსა/ნადალი – დარტი/ევანსი