დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი კანადის მასტერსს ტრავმის გამო მოეხსნა. ესპანელ ჩოგბურთელს ტერფი აქვს დაზიანებული.
„რაფას“ ადგილს მასტერსის მეორე წრეში ვეტერანი ფელიციანო ლოპესი დაიკავებს, რომლის მეტოქეც სამხრეთ აფრიკელი ლოიდ ჰარისი იქნება.
ნადალმა სოციალურ ქსელში ისაუბრა საკუთარ ტრავმაზე და მომავლის გეგმებზე.
„ტერფის ტრავმა უკვე რამდენიმე თვეა რაც მაწუხებს. სასწრაფოდ უნდა ვიმკურნალო და ვცადო სიტუაციის გამოსწორება.
ტკივილს ვგრძნობ და ასე თამაში სიამოვნებას ნამდვილად არ მანიჭებს.სწორედ ამიტომ ისეთ მაღალ დონეზე ვერ ვასპარეზობ, როგორც მე მინდა.
მინდოდა მეცადა, რამდენად გაუძლებდა ჩემი ფეხი და ორგანიზმი. წავედი ვაშინგტონში სათამაშოდ, ყველანაირად ვეცადე იქ მაქსიმალურად შორს გასვლა სატურნირო ბადეში, თუმცა არ გამოვიდა.
ვაკვირდებოდი ჩემს ტერფს, რამდენად გაუძლებდა დატვირთვებს. გამიჭრდა ვარჯიშებზეც, პირველ მატჩშიც – სოკთან, თუმცა ყოველთვის გაქვს იმედი რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.
სამწუხაროდ დადებითობის პროგრესი არ ყოფილა. დაზიანებული ტერფი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ კორტზე სრულფასოვნად ვიმოძრაო.
მომავალში რა იქნება არ ვიცი. ექიმებთან უნდა გავიარო კონსულტაციები და ამის შემდეგ გადავწყვიტო ღირს თუ არა ამერიკის ღია პირველობაზე თამაში.“